NBA-ს ვარსკვლავი ლამარ ოდომი კომიდან გამოვიდა. ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა E!Online იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 3 დღიანი კომის შემდეგ სპორტსმენმა საწოლიდან წამოდგომაც შეძლო. ოდომი 18 ოქტომბერს ლას ვეგასის ერთ-ერთ ბორდელში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. მას სავარაუდოდ ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა ჰქონდა მიღებული.