სახალხო დამცველის თქმით, წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება უმოკლეს ვადებში უნდა დასრულდეს. უჩა ნანუაშვილის განმარტებით, უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითმა კომისიამ ფარული ჩანაწერების დიდი ნაწილის განადგურებაზე უარი სწორედ იმ მიზნით თქვა, რომ გამოძიება სრულყოფილად ჩატარებულიყო. ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ მსგავსი კადრების გავრცელების შემთხვევაში, ყველა დამნაშავემ პასუხი უმოკლეს დროში უნდა აგოს.