ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) მხარდაჭერით საქართველოში სასწავლო ვიზიტით მყოფმა ყირგიზეთის დელეგაციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანი იყო შსს-ს საქმიანობის გაცნობისა და გამოცდილების
გაზიარება. ღონისძიებას შსს-ს რეფორმებისა და განვითარების სააგენტო, შსს-ს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, შსს-ს მომსახურეობის სააგენტოს
წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, ყირგიზეთის დელეგაციას მიეწოდა ინფორმაცია
საქართველოს შს სამინისტროში განხორციელებული რეფორმების, შსს სისტემაში
გატარებული ანტიკორუფციული ღონისძიებების, შს სამინისტროს საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტისა და შსს-ს მომსახურების სააგენტოს საქმიანობის
შესახებ.
აღნიშნული ვიზიტის მიზანი კორუფციასთან წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით
საქართველოს გამოცდილების გაზიარება და განხორციელებული რეფორმების გაცნობა
იყო.