"ქრისტიან-დემოკრატებმა" თბილისის ადგილობრივ არჩევნებში მათი პარტიის სიით მონაწილეთა პრეზენტაცია გამართა. სარჩევნო პროგრამა და კანდიდატები დღეს ხალხს "ივენთ-ჰოლში" წარუდგინეს.
"ქრისტიან-დემოკრატებს" იმედი აქვთ, რომ საკრებულოში უმრავლესობას მოიპოვებენ და ყველა დაპირებას ამის შემდეგ შეასრულებენ.
ამჟამად, ცნობილია სიის პირველი ხუთი კანდიდატი, ესენი არიან: ინგა გრიგოლია _ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ისტორიკოსი ჯაბა სამუშია, რომელიც ამავე დროს არის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მესამე ნომერია ზაზა გაბუნია _ საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, მეოთხე ლიკა ნაღებაშვილი, ხოლო მეხუთე ნომერი არის პოლოკიშვილი.
თარგამაძის განცხადებით, ძალიან ბევრი პრობლემა არის დღეს დედაქალაქში და ქრიატიან-დემოკრატების გუნდს შესწევს ძალა, რომ ეს საკითხები მოაგვარონ.
"ქრისტიან-დემოკრატებმა ზუსტად მოვახერხეთ და ყველაზე ადრე ვთქვით ის პრობლემა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ეს არის დაუსაქმებლობა, ეს არის უმუშევარი ადამიანები და ეს არის სოციალურ პრობლემები. ჩვენ ყველაზე ადრე ვთქვით, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. ეს არის ენერგოტარიფების პოლიტიკის შეცვლა ქვეყანაში. ჩვენ გვყავს პოლიტიკური გინდი, რომელიც ამის გამკეთებელია. ერთადერთი რაც გვაკლია ხალხისგან ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად ეს არის მანდატი", _ აცხადებს თარგამაძე.