სასამართლოში წესრიგის დარღვევისთვის ორი პირი დაჯარიმდა.თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ბაჩო ახალაიას პროცესზე მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"2015 წლის 16 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას პროცესზე დამსწრე პირმა დავით ტატიაშვილმა და სხდომაზე მოწმედ წარმოდგენილმა ვლადიმერ ბედუკაძემ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რითაც შეფერხდა სასამართლო პროცესის მიმდინარეობა. კანონსაწინააღმდეგო ქმედება აღკვეთილ იქნა მანდატურის სამსახურის მიერ.თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მოხსენებითი ბარათები და სასამართლოში წესრიგის დარღვევისათვის მოქალაქეები დავით ტატიაშვილი და ვლადიმერ ბედუკაძე დააჯარიმა, თითოეული 500-500 ლარის ოდენობით.განკარგულება აღსრულებისათვის გაეგზავნება სააღსრულებო ბიუროს. განკარგულება საჩივრდება მისი ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში, თბილისის საააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით,"-ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.