,,ტაბულას” გენერალური დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ უკანონო დაკავების გამო შესაძლოა სასამართლოში სარჩელი შეიტანოს. იგი ხვალ, მტავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავს.
ჩერგოლეიშვილისა და მისი თანმხლები პირების სასამართლო პროცესი, რომელიც 17:00 საათისთვის იყო ჩანიშნული, გადაიდო.
,,სასამართლო პროცესი როდისთვის გადაიდო, არ ვიცი, შეგვატყობინებენ. ფაქტია, რომ დღეს არ ჩატარდება. სამაგიეროდ, ხვალ ჩატარდება აქცია 4 საათზე მთავრობის კანცელარიასთან, სადაც მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრებთ და არა ისეთ უმნიშვნელოზე, როგორიც არის პლაკატის გაკვრა. იმაზე, რომ ჩვენი ენერგოდამოკიდებულება არ გაიზარდოს რუსეთის მიმართ და არ გავხედეთ დამოკიდებული Gazprom-ზე, რომელიც არის რუსეთის გეოპოლიტიკური იარაღი და რომელიც საქართველოს აუცილებლად მოუტანოს სიღარიბეს, შიმშილს და სიცივეს. დაკავების მიზეზი არ განმარტეს. შესაძლოა, უკანონო დაკავების გამო ვუჩივლო კიდეც”, - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.