,,ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, გენერალური პროდუსერი ლექსო მაჭავარიანი და სტუდენტი სალომე ხვადაგიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით დააკავეს, რაც თვითმმართველი ერთეულის დამახინჯებას გულისხმობს. ამის შესახებ ,,ტაბულას” შსს-ში განუცხადეს.
ისინი ოპერის შენობასთან ღობეზე გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ მიმართულ პოსტერებს აკრავდნენ. დაკავებულები ორთაჭალაში სამმართველოში ჰყავთ გადაყვანილი.
ბოლო ინფორმაციით, დაკავებულები საგამოძიებო დეპარტამენტში იმყოფებიან და მათი დაკითხვა მიმდინარეობს. მათ უფლებებს ადვოკატი ოთარ კახიძე დაიცავს.