"სახალხო დემოკრატებმა" დღეს სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია მეტეხის ტაძრის ეზოში ვახტანგ გორგასლის ძეგლთან გამართეს. სამოქმედო გეგმა "მეტეხის ქარტია" 17 პუნქტისაგან შედგება.
"სახალხო დემოკრატები" და მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი პირობას დებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ყველა მიცემულ პირობას შეასრულებენ. ნიკა ივანიშვილი აცხადებს, რომ პრიორიტეტული თბილისის ბიუჯეტის გამჭვირვალობაა.
"სახალხო დემოკრატები" ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ბიზნესის განვითარებაზეც იზრუნებენ. შესაბამისად იმუშავებენ დასაქმების პრობლემის მოგვარებაზეც.
"მეტეხის ქარტიის" მიხედვით ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სამედიცინო დაზღვევა. მეტეხის ტაძრის ეზოში დღეს ქარტიას კოალიციაში მყოფმა "სახალხო დემოკრატებისა" და "მწვანეების" წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი.