საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ლევან კობიაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიაში, უეფაში იმყოფება.
მასტან ერთად დღეს ნიონში გაემგზავრს ფედერაციის გენერალური მდივანი - დავით მუჯირი.
უეფას შტაბ-ბინაში დაგეგმილ შეხვედრაზე, უეფას წევრი 54 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები და გენერალური მდივნები მიიწვიეს.
ქართული დელეგაცია შვეიცარიაში სხვადასხვა რანგის შეხვედრებს გამართავს და საქართველოში ხვალ დაბრუნდება.