მადრიდის რეალისა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ლიდერს, კრიშტიანუ რონალდუს ვაჟიშვილმა შუა თითი უჩვენა. ინციდენტი ოქროს ბუცით დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიაზე მოხდა, როდესაც რონალდუ სიტყვით გამოდიოდა. 5 წლის კრიშტიანინიუმ მამას შუა თითი დაანახვა. რონალდუების ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ბავშვის შეჩერება სცადა, მაგრამ კამერებმა პატარა რონალდუს ჟესტი დააფიქსირა.