ერითრეის ეროვნული ნაკრების 10-მა ფეხბურთელმა პოლიტიკური თავშესაფარი ბოცვანაში ითხოვა. მათ ბოცვანასთან გამართული შეხვედრის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებაზე უარი თქვეს. ერითრეიდან სპორტსმენები პირველად არ გაქცეულან. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აფრიკის სხვადასხვა ქვეყნებში თავშესაფარი ათობით სპორტსმენმა ითხოვა.