სომხეთის ეროვნული ნაკრების მეკარე გევორგ კასპაროვი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩი გაყიდული იყო.
„ ეს არის ჭორი და მის კომენტირებას არ ვაპირებ. ეს უბრალოდ აბსურდია,“-აცხადებს გევორგ კასპაროვი.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალბანელებმა სომხებისგან ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრი საგზური იყიდეს, სერბულმა მედიამ გაავრცელა. ამავე ინფორმაციით, ალბანელებმა 4 სომეხ ფეხბურთელს, მათ შორის, კასპაროვასც 500 ათასი ევრო გადაუხადეს.