ალბანეთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან იმ შემთხვევაში მოიხსნება, თუ სომეხი ფეხბურთელების მოსყიდვის ფაქტი დადასტურდება. ამ განცხადებას უეფა თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციით, 4 სომეხ ფეხბურთელს ალბანელები მატჩის გაყიდვაში 500 ათას ევროს სთავაზობდნენ. ალბანეთისა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 12 ოქტომბერს გაიმართა და ალბანელთა გამარჯვებით, 3:0 დასრულდა. შესარჩევ ციკლში მოგებული ბოლო თამაშით ალბანელები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე მოხვდნენ.