ინგლისური ლივერპულისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ჯიბრილ სისე პოლიციამ დააკავა.
მას ბრალი ერთ-ერთი ცნობილი ფეხბურთელის დაშანტაჟებაში ედება, რომლის ვინაობაც არ სახელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, შანტაჟისთვის ვიდეოჩანაწერი გამოიყენებოდა, რომელშიც სექსუალური აქტია ასახული.
საქმე შანტაჟის მუხლით ივლისში აღიძრა.