პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ ევროპის ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი გახდა. პრესტიჟული ჯილდოს გადაცემის ცერემონია მადრიდში გაიმართა. 30 წლის ფორვარდმა გასულ სეზონზე ესპანეთის ჩემპიონატში 48 გოლი გაიტანა. ჯილდოს მფლობელი რონალდუ უკვე მეოთხედ გახდა.