პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და მიუნჰენის ბავარიის თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საუკეთესო ბომბარდირად დაასახელეს. 10 მატჩში პოლონელმა ფორვარდმა პოკერი, ჰეთ-თრიკი და დუბლი გაიფორმა. თითო გოლი კი მან გერმანიისა და ირლანდიის კარში გაიტანა. მეორე ადგილზე გატანილი 9 გოლით გერმანიის ნაკრებისა და ბავარიის ფორვარდი ტომას მიულერია, მესამე პოზიციას კი 8-8 გოლით არტიომ ძიუბა და და ზლატან იბრაგიმოვიჩი ინაწილებენ.