საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა. სხდომამ ორ საკითხზე იმსჯელა.
აღმასკომმა, ხმათა უმრავლესობით, გენერალური მდივნის პოსტზე, დავით მუჯირის კანდიდატურა აირჩია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა კი 18 ნოემბერს გაიმართება, სადაც აღმასკომის ახალ შემადგენლობას აირჩევენ.