საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების არ გამოყენების საკითხთან დაკავშირებით ათ პოლიტიკურ პარტიასთან მემორანდუმს გააფორმებს.
დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებენ "ალიანსის" წევრები და "მრეწველები". მათი განცხადებით, მემორანდუმზე ხელის მოწერა პოლიტიკური ფარსია.
უახლოს დღეებში კი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები ხელს ეთიკის კოდექსსაც მოაწერენ.