ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ტური გადამწყვეტი გამოდგა ჩ ჯგუფში. სლოვაკეთის ნაკრებმა სტუმრად ლუქსემბურგი 4:2 დაამარცხა და ქვეჯგუფში მეორე ადგილი მოიპოვა, ესპანელებმა კი კიევში უკრაინის ეროვნული ნაკრები მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს და 27 ქულით პირველ ადგილზე გავიდნენ. ქვეჯგუფში მესამე ადგილი უკრაინამ დაიკავა, რომელიც ევრო-2016-ზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.