ესპანეთის სახელმწიფო პროკურორმა ლეონელ მესისთვის 22 თვიანი პატიმრობის მისჯა მოითხოვა. არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიური ბარსელონას ლიდერს ბრალი გადასახადების დამალვაში ედება, რამაც სახელმწიფო 4 მილიონი ევროთი აზარალა. საუბარია საგადასახადო დეკლარაციის გაყალბების ფაქტზე, რაშიც ბრალდების მხარის მტკიცებით, მესის მამა ხორხეც იყო ჩართული.