საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თბილისშია. ბორჯღალოსნები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არასრული შემადგენლობით ჩამოფრინდნენ. ნაკრების რამდენიმე მორაგბე საფრანგეთში საკუთარ კლუბებს დაუბრუნდა. Mმორაგბეებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ. ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასზე ორი გამარჯვება მოიპოვეს და 2019 წელს იაპონიაში გასამართი მსოფლიო თასის საგზური თითქმის გაინაღდეს. საქართველო მესამე ადგილსა და საგზურს იმ შემთხვევაში დაკარგავს, თუ ახალი ზელანდია ტონგასთან დამარცხდება, რაც ნაკლებად მოსალოდნელია.