საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო საშინაო მატჩი მოიგო. საქართველო – გიბრალტარის შეხვედრა ქართველების უპირატესობით მიმდინარეობდა. შეხვედრის პირველი ნახევარი ანგარიშით 3:0 დასრულდა, მეოთხე გოლი კი ქართველებმა მეორე ტაიმში გაიტანეს. მატჩში დუბლი შეასრულა მათე ვაწაძემ, თითო-თითო გოლი კი თორნიკე ოქრიაშვილისა და ვალერი ყაზაიშვილის ანგარიშზეა. ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრას საქართველო გერმანიის ნაკრებთან გამართავს.