უეფას პრეზიდენტი და ფიფას ვიცე-პრეზიდენტი მიშელ პლატინი კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით საჯარო განმარტებების გაკეთებას არ აპირებს. საქმე ეხება 2 ათას შვეიცარიულ ფრანკს, რომელიც მან ფიფასგან მიიღო. ლეგენდარული ფეხბურთელის განცხადებით, მან ფიფას პრეზიდენტ იოზიფ ბლატერისგან სოლიდური თანხა 1999-2002 წლებში შესრულებული სამუშაოსთვის მართლაც აიღო, რაშიც უკანონოს ვერაფერს ხედავს. პლატინიმ ისიც განმარტა, რომ ფიფას მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმას არ აპირებს.