ფიფას ეთიკის კომიტეტმა ასოციაციის პრეზიდენტი დროებით გადააყენა. იოზიფ ბლატერს უფლებამოსილება 90 დღით შეუწყდება. მოქმედი პრეზიდენტის მიმართ გამოძიება 26 სექტემბერს დაიწყო. მანამდე მის წინააღმდეგ საქმე შვეიცარიის იუსტიციის ფედერალურმა ბიურომ აღძრა. ბლატერს ბრალად უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინისგან დიდი რაოდენობით ქრთამის აღება ედება.