საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასზე ბოლო შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. "ბორჯღალოსნებმა" ნამიბია ა17:16 დაამარცხეს. მილტონ ჰეიგის შეგირდებმა ამ გამარჯვებით 8 ქულა მოაგროვეს. ისინი ჯგუფში სავარაუდოდ მესამე ადგილს დაიკავებენ და მომდევნო მსოფლიო თასზე ავტომატურად თამაშის უფლებას მოიპოვებენ. გადამწყვეტი შეხვედრა 9 ოქტომბერს გაიმართება. ერთმანეთს ახალი ზელანდია და ტონგა დაუპირისპირდებიან. ახალ ზელანდიასთან გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ადგილს უკვე ტონგა დაიკავებს.