მოლდოვის ეროვნული ნაკრების მეკარე იმ მიზერულ თანხას ასახელებს, რომელსაც მისი თანაგუნდელები იღებენ. ილია ჩებანის თქმით, ნაკრების იმ მოთამაშეების თვიური ანაზღაურება, რომლებიც მოლდოვის უმაღლეს ლიგაში გამოდიან, საშუალოდ 500 ევროს შეადგენს. რაც შეეხება პრემიებს, მოგებულ თამაშებზე მოლდოველ ფეხბურთელებს იმდენად მიზერული თანხით ახალისებენ, რომ ჩებანმა თანხის დასახელებაც არ ისურვა.