ფიფა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოსდა ირანის ქალთა საფეხბურთო ნაკრებში რამდენიმე კაცი თამაშობს, არ ადასტურებს. სამედიცინო კომისიის წევრის, ზოჰრე ხარატიანის განმარტებით, ნაკრების რამდენიმე მოთამაშემ სხვადასხვა სახის ავადმყოფობა გადაიტანა, რის გამოც მათ გარეგნობა შეეცვალათ, თუმცა ისინი მამაკაცები ნამდვილად არ არიან. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანის ქალთა ნაკრებში 8 მამაკაცი თამაშობს, გასულ კვირას დასავლურ მედიაში გავრცელდა.