იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. სხდომა საქალაქო სასამართლოში 11 საათზეა ჩანიშნული. იური ვაზაგაშვილი გასული წლის 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს. ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გია სოსანაშვილია.