საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დღეს მუშაობას შეუდგა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, დღევანდელი დღე არის ბედნიერი არა მხოლოდ მისთვის, არამედ ქართული ფეხბურთისთვის.
,,ძალიან მნიშვნელოვანი კვირაა, რადგან ეროვნულ და 21-წლამდე ნაკრებს აქვთ თამაშები. ჩემი ინფორმაციით, გარკვეული პრობლემებია საორგანიზაციო კუთხით და შევეცდებით ამ პრობლემების მოგვარებას. ეს დღე არა მარტო ჩემთვის, არამედ ქართული ფეხბურთისთვის არის ბედნიერი დღე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც ამდენი ხნის განმავლობაში გვერდით მედგა. უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. ძალიან ბევრი ადამიანია ფედერაციაში, ვინც თავის საქმეს აკეთებდა და არიან პროფესიონალები, ამიტომ მოხარული ვარ, რომ მათთან ერთად მომიწევს მუშაობა”, - განაცხადა კობიაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა პროფესიონალი, რომელიც თავის საქმეს აკეთებდა გააგრძელებს მუშაობას სფფ-ში. რაც შეეხება მაღალ თანამდებობებს, როგორც კობიაშვილმა აღნიშნა, ჯერ აღმასკომის რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს და ამ საკითხებზე სამომავლოდ ისაუბრებს.