საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩებისთვის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე მოემზადება. ვარჯიში დღეს საღამოს არასრული შემადგენლობით გაიმართება. გიბრალტარსა და გერმანიასთან სათამაშოდ კახა ცხადაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორისაა დებიუტანტიც- გორის დილას ფეხბურთელი გუგა ფალავანდიშვილი. საქართველოს ეროვნული ნაკრები გიბრალტარს დინამო არენაზე 8 ოქტომბერს დაუპირისპირდება, გერმანიასთან გასვლით მატჩს კი ცხადაძის შეგირდები 11 ოქტომბერს ლაიფციგში გამართავენ. ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი ლორია, ნუკრი რევიშვილი, გიორგი მაკარიძე
მცველები: გიორგი ნავალოვსკი, გიორგი ფოფხაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ზურა ხიზანიშვილი, გურამ კაშია, საბა კვირკველია, უჩა ლობჟანიძე, ოთარ კაკაბაძე, გია გრიგალავა
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, სანდრო კობახიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი მერებაშვილი, ვალერი ყაზაიშვილი, ნიკა ძალამიძე, გუგა ფალავანდიშვილი
თავდამსხმელები: მათე ვაწაძე , ბაჩანა ცხადაძე , ნიკოლოზ გელაშვილი