საფეხბურთო კლუბმა ლივერპულმა საკუთარ მენეჯერთან ურთიერთობა შეწყვიტა. ბრენდან როჯერსის დათხოვნის მიზეზი გასულ სეზონში კლუბის წარუმატებლობა გახდა. როჯერსი შესაძლოა მადრიდის რეალისა და ჩელსის ყოფილმა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ შეცვალოს. ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად დორტმუნდის ბორუსიის ყოფილი მენეჯერი იურგენ კლოპიც სახელდება.