ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ დაკავებული რუსთავი ორის მხარდამჭერების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
მათი გათავისუფლების მოთხოვნით უკვე მესამე დღეა, ქუთაისის მერიასთან 4 ადამიანი შიმშილობს. ისინი გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მოინახულეს.
ბრალდებულების სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 11 საათზეა ჩანიშნული.