თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება.
ბრალდების მხარემ მტკიცებულებების წარდგენა უკვე დაასრულა, დღევანდელ პროცესზე კი დაცვის მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას განაგრძობს.
ადვოკატი გაგი მოსიაშვილი იმედოვნებს, რომ დაცვის მხარე მასალების წარდგენას გონივრულ ვადაში მოახერხებს.