"მოვუწოდებ ყველას, ვიდრე გეგა გობეჯიშვილს არ გაათავისუფლებენ, მანამდე საარჩევნო ყრილობა არ დაიწყოს," - ეს განცხადება ჰოლიდეი ინნ-ში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, რევაზ არველძემ, გააკეთა.
"ეს არის ჩემი თხოვნაც, მოწოდებაც და ამაში ვარ მართალი. ეს იქნება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ამ დროისთვის," - განაცხადა არველაძემ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი, გეგა გობეჯიშვილი, რომელიც არველაძის მხარდამჭერია და ხმის მიცემას მისთვის აპირებდა, გუშინ საღამოს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის ნარკოტიკების მოხმარებისთვის არის დაკავებული, რასაც მისი ადვოკატი კატეგორიულად უარყოფს.