,,რუსთავი 2"-ის მოთხოვნით, სასამართლო იმ ექსპერტს დაკითხავს, რომელმაც 2005-2006 წელს "რუსთავი 2"-ში ქიბარ ხალვაშის წილები დაითვალა.
საქალაქო სასამართლოში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის შოთა ივანაშვილს დაკითხავის მოთხოვნას, ქიბარ ხალვაშის ადვოკატები შეეწინააღმდეგნენ. თუმცა,
მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ექსპერტი სასამართლოში დაიკითხება.
"რუსთავი 2"-ის წარმომადგენლებმა მოითხოვეს ასევე, რომ მოსარჩელე მხარეს დაევალოს წარმოადგინოს ყველა ის მტკიცებულება და დოკუმენტი, რაც ექსპერტიზას საფუძვლად დაედო. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მოსარჩელე მხარეს დოკუმენტაციის სასამართლოში წარსადგენად გონივრული ვადა 6 ოქტომბერი განესაზღვრა. ასევე მოპასუხე მხარეს აღნიშნული მტკიცებულებები 7 ოქტომბერს უნდა გადაეცეს და 7 ოქტომბრიდან გონივრულ ვადად ერთი კვირა განისაზღვრა.
საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა გრძელდება.