საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე დღეს მორიგ შეხვედრას გამართავს. „ბორჯღალოსნები“ უელსში ახალ ზელანდიას დაუპირისპირდებიან. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ეს საქართველოსთვის მესამე შეხვედრა იქნება. პირველ შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" ტონგა დაამარცხეს, მეორეში კი არგენტინასთან დამარცხნდნენ. ახალი ზელანდია 9 ქულით ჯგუფის ლიდერია. ზელანდიელებმა პირველ ტურში არგენტინა, მეორეში კი ნამიბია დაამარცხეს.