პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ ესპანეთის სამეფო კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად აღიარეს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში დუბლი გაიფორმა. რონალდუმ შვედური მალმიოს კარში ორი უპასუხო გოლი გაიტანა.
რეალის შემადგენლობაში მას 324 გოლი დაუგროვდა.