ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ცსკა-მ პსვ ეინდჰოვენი დაამარცხა. მოსკოველებმა ჰოლანდიელებს 3:2 სძლიეს. შეხვედრის მე-7 წუთზე ანგარიში ახმედ მუსამ გახსნა, რასაც სეიდუ დუმბიას დუბლი მოჰყვა. ჰოლანდიელებმა 2 ბურთის გაქვითვა მეორე ტაიმში შეძლეს.