ესპანეთის საგადასახადო სამსახურს კატალონიური ბარსელონასა და არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერ ლიონელ მესისთან პრეტენზიები აღარ აქვს. ფეხბურთელს გადასახადების დამალვის ბრალდება უკვე მოუხსნეს. საქმე მის წინააღმდეგ 2012-2013 წლებში ფულის უკანონო გათეთრების ბრალდებით იყო აღძრული. მესი ბრალდებას უარყოფდა.