ამერიკელმა ჩოგბურთელმა ვინუს უილიამსმა თავის კარიერაში 700-ე შეხვედრა მოიგო. საიუბილეო მატჩში ვინუსი გერმანელ იულია გერგესს დაუპირისპირდა.
შეხვედრა 1 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა და ამერიკელის გამარჯვებით 6:4, 6:3 დასრულდა.
უხანის ღია პირველობის მე-3 ტურში უილიამსი ესპანელ სუარეს-ნავაროს შეხვდება.