ბრაზილიელმა არბიტრმა გაბრიელ მურტამ, რომელიც პარალელურად პოლიციაში მსახურობს, სტადიონზე ხმაურიანი სანახაობა მოაწყო. ამანტეს დე ბოლას და ბრუმადინიოს მატჩის მსვლელობისას გაცხარებული ფეხბურთელებისგან თავდაცვა მას იარაღით მოუხდა.
ამანტეს დე ბოლას ფეხბურთელები მოწინააღმდეგე გუნდის მცველის გაძევებას მოითხოვდნენ, თუმცა მსაჯმა ბრუმადინიოს ფეხბურთელისთვის წითელი ბარათის ჩვენება საჭიროდ არ ჩატვალა. გაღიზიანებულმა ფეხბურთელებმა მსაჯზე იერიში მიიტანეს, არბიტრმა კი მათი მოგერიება პისტოლეტით შეძლო.
ინციდენტის გამო მურტა ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას გაივლის.