ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზენიტმა ბელგიური გენტი დაამარცხა. სანკტ-პეტერბურგელებმა სტუმრებს 2:1 მოუგეს.
ანგარიში შეხვედრის 35-ე წუთზე ძიუბამ გახსნა, 56-ე წუთზე ანგარიში ტომა მატონმა გაათანაბრა, 66-ე წუთზე კი ბელგიელთა კარში შატოვმა შეაგდო.
გენტის დამარცხებით ზენიტმა ქვეჯგუფში ლიდერის პოზიცია გაიმყარა.