კურიოზული ინციდენტი სან პაულოში. ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა პალმეირასთან შეხვედრის წინ სპონსორის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ფეხბურთელები მოედანზე ძაღლებით გავიდნენ, რითაც სიმბოლური მხარდაჭერა ცხოველთა უფლებების დაცვის საზოგადოებას გამოუცხადეს. ბრაზილიის ჰიმნის დაწყებისას ერთ-ერთმა ოთხფეხამ, რომელიც ნახევარმცველ კარლინიოსს უმშვენებდა გვერდს, „უფლებები ისე გაიზარდა“, რომ ბრაზილიის ჰიმნის დასრულებისას სტადიონზე მოისაქმა. შეხვედრა ფრე 1:1 დასრულდა.