საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრებმა ისრაელში მიმდინარე 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ტური წარმატებით დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
ქართველმა წყალბურთელებმა შესარჩევი ტურის E ჯგუფში ფავორიტ ჰოლანდიასთან ფრედ 5:5 ითამაშეს, ხოლო ისრაელი და ლიტვა შესაბამისად 17:6 და 18:6 დაამარცხეს და ჯამში, 2 შესარჩევი ტურის შედეგად მოპოვებული მე-2 გამსვლელი ადგილით და 13 ქულით, სერბეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდნენ, სადაც 16 უძლიერესი ნაკრები ითამაშებს.
ევროპის ჩემპიონატი ბელგრადში 2016 წლის 10-23 იანვარს ჩატარდება.