იტალიის ეროვნული ნაკრების მცველი ჯორჯო კიელინი აღიარებს, რომ ისიმულიანტა. ამის შესახებ ფიფას სააპელაციო სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტმა ფერნანდო მიტიანსმა განაცხადა. „კიელინი სასამართლო მოსმენაზე არ გამოცხადდა და ჩვენს კითხვებს ელექტრონული ფოსტით პასუხობდა. მან აღიარა, რომ სუარესის კბენა მეგობარი გოგონას კოცნას ჰგავდა, მაგრამ ინციდენტი ისე გააფორმა, თითქოსდა მას ძალიან მწარედ უკბინეს. კიელინის არც ის დაუმალავს, რომ სურდა სუარესი მოედნიდან გაეძევებინათ,“-განაცხადა მიტიანსმა. სკანდალური ინციდენტი გასული წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩზე მოხდა, როდესაც ურუგვაელმა თავდამსხმელმა იტალიელ მცველს მხარზე უკბინა. ამის გამო მსაჯს სუარესისთვის წითელი ბარათი არ უჩვენებია, რასაც კიელინის პროტესტი მოჰყვა.