ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიური ბარსელონას ფორვარდს, ნეიმარს გადასახადებისგან თავის არიდებაში ადანაშაულებენ. ბრალდების მხარე მას 16 მილიონ ევროს ედავება.
როგორც ირკვევა, ფეხბურთელმა 2013 წელს დეკლარაციაში მხოლოდ თავისი ქონების 8 პროცენტი შეიტანა და არც რეკლამებით მიღებული მოგება აჩვენა, რისთვისაც მას სასამართლოში თავის მართლება მოუწევს.