იაპონიის სპორტის მინისტმა ხაკუბუნ სიმომურამ თანამდებობა დატოვა. ამის მიზეზი 2020 წლის ოლიმპიადისთვის მზადების შეფერხება გახდა. არქიტექტორ ზახა ხალიდის მიერ მომზადებული სტადიონის ორიგინალური პროექტი თავდაპირველი გათვლით მილიარდი დოლარი უნდა დამჯდარიყო, თუმცა თანხა გაორმაგდა და სტადიონის მშენებლობაც გაჭიანურდა, რაზეც პასუხისმგებლობა სპორტის მინისტრმა აიღო.