რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა ჟურნალმა ფორბსმა ყველაზე მაღალანაზრაურებადი სპორტსმენების ოცეულში შეიყვანა. ბოლო მონაცემებით, შარაპოვამ 10 წლის განმავლობაში 250 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და დღეისათვის რეიტინგში მე-18 ადგილზეა. მილიონერ სპორტსმენთა სიას გოლფისტი ტაიგერ ვუდსი ლიდერობს, რომლის მონაგარიც 2005 წლიდან დღემდე 845 მილიონს შეადგენს, მეორე პოზიციაზე 660 მილიონით მოკრივე ფლოიდ მაიუეზერ-უმცროსია, მესამე ადგილს კი 475 მილიონით კალათბურთელი კობი ბრაიანტი იკავებს.