მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა იუნისეფის კეთილი ნების ელჩის ეგიდით ბელგრადში ლტოლვილთა ბანაკი მოინახულა. სერბი ჩოგბურთელი მიგრანტ ბავშვებს შეხვდა. „იუნისეფი მხარს უჭერს თითოეულ ბავშვს სერბეთსა და მთელ მსოფლიოში. ბავშვები მთელ პლანეტაზე დაცულნი უნდა იყვნენ. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი ოჯახი საშინელ პირობებში ცხოვრობს, მაშინ, როდესაც ზამთარი უკვე კარსაა მომდგარი,“-განაცხადა ბანაკში სტუმრობისას ჯოკოვიჩმა.