ესპანეთის სპორტის მინისტრი მიუნჰენის ბავარიის მწვრთნელის, წარსულში კი კატალონიური ბარსელონას თავკაცის, ხოსეპ გვარდიოლას განცხადებამ აღაშფოთა. საუბარია მიუნჰენელთა მთავარი მწვრთნელის პოლიტიკურ განცხადებაზე, რომლითაც მან კატალონიის მცხოვრებლებს ოლქის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „გვარდიოლა მსხვილი მანიპულაციის მონაწილე გახდა. მე არ ვიცი, ის ამას შეგნებულად აკეთებს თუ არა, მაგრამ მისი განცხადებები ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია,“-აღნიშნა მიგელ კარდენალმა.